მარკო დი ვაიო კარიერას ასრულებს
„მონრეალ იმპაკტის“ თავდამსხმელმა მარკო დი ვაიომ განაცხადა, რომ MLS-ის მიმდინარე სეზონის გათამაშების შემდეგ მოთამაშის კარიერას დაასრულებს.
„20-წლიანი კარიერის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მას როგორც „მონრეალის“ მოთამაშე ვასრულებ. ვამაყობ იმით, თუ რასაც მივაღწიე ამ ოც წელიწადში. პროფესიონალურ ფეხბურთში თამაში ჩემი ოცნება იყო და შევეცდები, რომ ბოლო თვე საუკეთესოდ ჩავატარო“, – განაცხადა დი ვაიომ.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში მარკომ „ლაციოს“ მაისური მოირგო. სხვადასხვა პერიოდში იგი „ვერონას“, „ბარის“, „სალერნიტანას“, „პარმას“, „იუვენტუსის“, „ვალენსიას“, „მონაკოს“, „ჯენოასა“ და „ბოლონიას“ ფერებს იცავდა.
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში დი ვაიომ 14 მატჩი ჩატაარა, რომელთა უმრავლესობაც ამხანაგური იყო. „სკუადრა აძურას“ მაისურით დი ვაიო ორი გოლითაც გამოირჩა.
„იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში ფორვარდმა ორჯერ სკუდეტო მოიგო, ხოლო „პარმას“ რიგებში იტალიის თასის მფლობელი გახდა. „მონრეალში“ მარკომ კანადით ჩემპიონის ტიტულის ორჯერ მოგებაც მოასწრო.