მარკო მატერაცი: “ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”
მილანის “ინტერისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
“ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ამაზე დავა არ ღირს. რატომ? ის ბრწყინვალე ტაქტიკოსია, შესწავლილი ჰყავს ყველა მეტოქე. მოურინიო პირდაპირი ადამიანია და არასოდეს იტყუება. რაც მთავარია, მას შეუძლია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნას, რისი გაკეთებაც 25-30 ფეხბურთელში რთულია.
როდესაც ის მადრიდის “რეალის” წვრთნიდა და მილანში, “მილანთან” სათამაშოდ ჩამოვიდა, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ, თუმცა მან მათ სამი თითი დაანახა, რათა ეჩვენებინა, რომ ერთ სეზონში სამი ტიტული ერთად მოიგო”, – ამბობს მატერაცი.