მარკო პიაცა: “მზად ვარ, ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, მარკო პიაცა არ თვლის, რომ მასზე განსაკუთრებული ზეწოლაა, მიუხედავად იმისა, რომ მან მისი თანამემამულის, ლუკა მოდრიჩის რეკორდი დაამხო – როგორც ყველაზე ძვირადღირებული ხორვატი ფეხბურთელის.
“არა, განსაკუთრებული სახის ზეწოლას არ ვგრძნობ ხორვატიის ისტორიაში შესვლით, ჩემთვის ეს მხოლოდ დიდი პატივი და პრივილეგიაა.
მე “იუვენტუსში” ვარ, სადაც გაცილებით უფრო მეტს იხდიან სხვა ფეხბურთელებში, ვიდრე ჩემში გადაიხადეს. ასე რომ, ამის გამო ზეწოლას ნამდვილად არ ვგრძნობ.”
ზაგრების “დინამოს” ყოფილ ფეხბურთელს კონკურენციის გაწევა მარიო მანჯუკიჩისთვის და ტურინელთა კიდევ ერთი ახალწვეულისთვის, გონსალო იგუაინისთვის მოუწევს.
“მანჯოს და მე, ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, გვინდა, რომ ვითამაშოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელია. სეზონის ბოლოს, ვნახავთ, ვინ იყო უკეთესი. მაგრამ, მჯერა, რომ აქ თავის დამკვიდრებას შევძლებ.
ვიცი, რომ ძირითადის ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ ბრძოლას ვაპირებ. ამას მიჩვეული ვარ – ბრძოლითვე მოვიპოვე ადგილი “დინამოშიც”. მართალია, “იუვენტუსი” გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვარ.”
პიაცამ ერთ პრობლემაზეც ისაუბრა: ” ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს ჩემს მაისურს. ალბათ, მომავალში სატვირთო მანქანით მომიწევს ზაგრებში წასვლა, რათა ყველა დავაკმაყოფილო.”