მარკო როისი: “ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა”
დორტმუნდის “ბორუსიამ” სეზონის პირველ “დერ კლასიკერში” ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა მიუნხენის “ბაიერნთან (3-2) და ოთხი ქულით დაშორდა მეორეადგილოსან “მიუნხენგლადბახს”, ხოლო შვიდით – თავად “რეკორდმაისტერს”.
თუმცა, დორტმუნდის “ბორუსიას” კარგი ფორმის მიუხედავად, “სიგნულ იდუნა პარკის” ბინადართა ერთგული კაპიტანი მარკო როისი მიიჩნევს, რომ ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნაადრევია.
“კარგია მსგავსი ჰანდიკაპის ქონდა, თუმცა “ბაიერნი” ძალიან ძლიერი გუნდია. ჯერ ძალიან ადრეა ჩემპიონობაზე ფიქრი – არც მეორე მდევარი, “გლადბახი” არის ადვილად ჩამოსაწერი.
შეხვედრის პირველ ნახევარში ბევრს არ ვაზროვნებდით, შესაბამისად, ჩვენი თამაშიც ვერ ვიპოვეთ. “ბაიერნი” დიდ ზეწოლას ახორციელებდა ჩვენზე, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე თვითდაჯერებულები გამოვედით. დიდებული მატჩი შედგა,” – აცხადებს როისი.