მარკო ვერატი შესაძლოა, მინო რაიოლას კლიენტი გახდეს
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, მარკო ვერატი საფეხბურთო აგენტის გამოცვლაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
როგორც იცით, იტალიელ ფეხბურთელს თავისი აგენტის, დონატო დი კამპლის ხმაურიანი განცხადებების გამო არაერთხელ შექმნია პრობლემები პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან.
გეტყვით იმასაც, რომ კამპლის ბოლოდროინდელი განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, მისი კლიენტი “პარი სენ-ჟერმენში” ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში, 24 წლის ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
ვერატის მომავალი აგენტი დიდი ალბათობით მინო რაიოლა გახდება, რომელიც ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, ჯანლუიჯი დონარუმა, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ.