მარკოიშვილის 24 ქულა 73:74 წაგებული ფინალური სერიის მეორე მატჩი
პირველი მატჩის ჩავარდნის შემდეგ დიდებულად ჩაატარა ფინალური სერიის მეორე შეხვედრა მანუჩარ მარკოიშვილმა. სტამბოლში, ვარსკვლავებით გადაჭედილ “ფენერბაჰჩეს” მისსავე მოედანზე მარკოიშვილმა 24 ქულა ჩაუგდო და “გალათასარაის” რომ მოეგო, ქართველი ლეგიონერი ჭეშმარიტი გმირი გახდებოდა, მაგრამ… “გალათასარაიმ” ერთადერთი ქულით – 73:74 წააგო და “ფენერბაჰჩეს” მოედნის უპირატესობა ვერ აართვა.
შედეგად, სტამბოლურმა “ფენერმა” მეორე შეხვედრაც მოიგო და თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. მარკოიშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართელმა კალათბურთელმა 35 წუთში 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. 24 ქულასთან ერთად მანუჩარმა 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
“გალათასარაიში” მარკოიშვილის კვალზე 14 ქულა ჩააგდო ზორან ერცეგმა, კარლოს აროიომ კი 12ქულა და 5პასი მოაგროვა. “ფენერბაჰჩეში” 15-15 ქულა დააგროვეს ბო მაკალებმა და ლუკა ჟორიჩმა.
ფინალური სერია 4მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩი 8 ივნისს, სტამბოლშივე, “გალათასარაის” “აბდი იპექჩის” დარბაზში გაიმართება.
gbf.ge