მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ფინალურ სერიაში კვლავ ჩამორჩა
ამ ლოგიკით თუ გაგრძელდა, თურქეთის ჩემპიონი სტამბოლის “ფენერბაჰჩე” გახდება. ფინალურ სერიაში ჯერჯერობით გუნდები საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებს იგებენ. წუხელ, “ფენერბაჰჩემ” შინ 76:63 დაამარცხა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
მატჩის საწყისი და მეორე პერიოდები მასპინძლებმა შესაბამისად 15 და 9 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც დიდი შესვენებაზე სოლიდური მარაგით გავიდნენ. მეორე ტაიმში “გალათასარაიმ” ვერ მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და 13 ქულით დამარცხდა.
ქართველმა უკანახაზელმა 25:47 წუთი ითამაშა და 9 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილმა 2 ორქულიანი ააცილა, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შორ სროლებში კი მოიკოჭლა – 7 ცდიდან მხოლოდ 1 სამიანი ჩააგდო.
“გალათასარაიში” 16 ქულით ბომბარდირი ჩენკ აკიოლი გახდა, პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ კი 8 ქულა და 6 პასი მიითვალა. “ფენერბაჰჩეში” ბოიან ბოგდანოვიჩმა 14 ქულა მოაგროვა, 13 – ბო მაკალებმა, ემირ პრელდჟიჩმა კი თავი ორმაგ დუბლს მოუყარა – 12 ქულა, 11 მოხსნა.
სერიის მომდევნო მატჩი “გალათასარაის”, “აბდი იპექჩის” დარბაზში გაიმართება. მარკოიშვილის გუნდის მოგების შემთხვევაში მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა22 დაინიშნება, რომელსაც 19 ივნისს “ფენერბაჰჩე” უმასპინძლებს.
gbf.ge