მარკოიშვილის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მატჩი კრასნოდარში “ლოკომოტივთან” წააგო

თარიღი: ოქტომბერი 13, 2014

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მარცხი განიცადა. სტურნირის ადებიუტო მატჩში ფინური „ბიზონსის“ განადგურების შემდეგ წითელარმიელები კრასნოდარში ჩავიდნენ და ადგილობრივ „ლოკომოტივ-ყუბანთან“ 73:81 წააგეს.

მოსკოვური გრანდის მარცხი სენსაციას აღარ წარმოადგენს. რუსეთში ისე ამაღლდა დონე და გუნდებმა ისეთი ლეგიონერები დაიმატეს, ცსკა-ს არაფრით არ ჩამოუვარდებიან. რკინიგზელებმა არმიელებს დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად მოუგეს. მასპინძლებმა ბოლო 4 წუთი უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და შედეგიც მოიმკეს.

მარკოიშვილს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა ის ცსკა-ს მწვრთნელმა საკმაოდ დიდ ხანს ათამაშა. ქართველ ლეგინერზე მეტ ხანს, ისიც 1 წუთით, მხოლოდ სერბმა მილოშ თეოდოსიჩმა ითამაშა, რომელიც არმიელთაგან საუკეთესო იყო. თეოდოსიჩმა 32 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქე მასზე ერთხელ დაჯარიმდა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ალექსანდრ კაუნმა, ხოლო აარონ ჯექსონმა და სონი ვიმსმა 9-9 ქულა მიითვალეს.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, გუნდში არაერთი ძლიერი ლეგიონერის ყოფნის მიუხედავად, „ლოკომოტივს“ რუსმა მიხაილ გრიგორიევმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. მისი სამქულიანები უმთავრესი ფაქტორი შეიქმნა ყუბანელთა გამარჯვებაში.

ცსკა ვითიბი ლიგაზე მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს შინ, „ენისეისთან“ გამართავს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა