მარკოიშვილმა ევროლიგაში “ლიმოჟთან” 10 ქულა და 5 პასი მიითვალა

თარიღი: დეკემბერი 19, 2014

მანუჩარ მარკოიშვილმა შემოდგომა გაიხსენა – დრო, როცა ის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და თითქმის ყოველ მატჩში გამორჩეულად თამაშობდა. თითქმის ორთვიანმა ტრავმამ ქართველი უკანახაზელის შედეგიანობა შეაჩერა, თუმცა როგორც ჩანს, მანუჩარი ნატკენ ფეხს ირჩენს და ჩვეულ ფორმას უბრუნდება. დღეს, ევროლიგის ბოლო ტურში მარკოიშვილი მოსკოვურ გრანდს ფრანგული “ლიმოჟის” განადგურებაში დაეხმარა.

არმიელებს, რომელსაც მანამდე გამართული 9-ავე შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, ფრანგულ კლუბთან გამარჯვება წინდაწინ განაღდებული ჰქონდა. წარმოუდგენელი ამბავია, რომ „ლიმოჟმა“ მოსკოვში ცსკა-ს რამე დააკლოს. ცსკა-მ არ დაინდო მეტოქე და88:56 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 10 ქულას მანუჩარმა 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) მარკოიშვილი ცსკა-ში მხოლოდ ანდრეი ვორონცევიჩსა (19) და ვიტალი ფრიძონს (17) ჩამორჩა. ვორონცევიჩმა 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფრიძონის ანგარიშზე 17 ქულა და 5 პასი დაგროვდა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი გავა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდება. ცსკა F ჯგუფშია და მის მეტოქეთაგან ჯერ მხოლოდ „ოლიმპიაკოსი“ და „ემპორიო არმანი“ არიან ცნობილნი. ხვალ, ბოლო ტურის დასრულების სემდეგ, მარკოიშვილის გუნდის მეტოქეები ცნობილნი გახდებიან.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა