მარკოვიჩი: “დრო მომეცით”
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ლაზარ მარკოვიჩმა გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოუწოდებს. 20 წლის სერბი, ჯერ კიდევ ვერ შეეწყო “ლივერპულს.”
ამ ზაფხულს მერსისაიდელებმა სერბი ძალიან სწრაფად “ბენფიკიდან” გაიფორმეს, იმ იმედის რომ სუარესის წასვლის შემდეგ ის გოლების გატანასა და შედეგიანი გადაცემების გაკეთებას შეძლებდა. თუმცა, მარკოვიჩმა ყველას იმედები გაუცრუა.
“გუნდთან შეგუებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ.”
“მე ბედნიერი ვარ. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის. ჩემი გუნდის კაპიტანი ლეგენდარული სტივენ ჟერარდია, რომელმაც დიდი ხანია მთელი მსოფლიოს გულშემატკივრების გული მოიგო. ასეთი ადამიანის გვერდით თამაში დიდი პატივია და ეს მე გარკვეულ ვალდებულებებს მაკისრებს, მაგრამ ყველაფერ ამის გასაკეთებლად დრო მჭირდება.”-განაცხადა მარკოვიჩმა