მარკუს ტურამი საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელთა გამოყენებასაც მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებზე აპირებს.
აღსანიშნავია, რომ განაცხადში პირველად მოხვდა მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” შემტევი მარკუს ტურამი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “რეალის” კარში დუბლის გაფორმება შეძლო.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 11 ნოემბერს ფინეთის ნაკრებთან გამართავენ ამხანაგურ მატჩს, 14 ნოემბერს კი ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. სანაკრებო მატჩებს კი 17 ნოემბერს, შვედეთთან გასამართი მატჩით დახურავენ.
შეგახსენებთ, რომ მარკუს ტურამი ლეგენდარული ლილიან ტურამის ვაჟია.
Here's our 26-man squad for the upcoming games against Finland 🇫🇮, Portugal 🇵🇹 and Sweden 🇸🇪, with a first call-up for Marcus Thuram! See you Monday boys 😍!#FiersdetreBleus pic.twitter.com/Um2HB4mWuJ
— French Team ⭐⭐ (@FrenchTeam) November 5, 2020