მაროტა ალეგრის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება
„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრის გაშვება არც კი განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყეს.
„ალეგრის გაშვებას არავინ აპირებდა. სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგი ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის გადადგომის საშუალებას არ მისცემდა. მწვრთნელს მაშინ უშვებენ, როცა ის გუნდთან კონტაქტს კარგავს.
ალეგრი კარგი მწვრთნელია. ის მშვიდია, რისი დახმარებითაც, გუნდი იმ შედეგს აღწევს, რომელსაც შეჩვეულები ვართ“, – ციტირებს მაროტას „Football-Italia“.