მარსელ კოლერი: “ვფიქრობ, ჩვენ უფრო გაგვიმართლა”
ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ კოლერმა საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველ ტაიმში ჩვენ მშვიდად გამოვიყურებოდით, ეს დიდი ხნის განმავლობაშიც გამოგვდიოდა. მეორე გოლი კარგი კომბინაციით გავიტანეთ, თუმცა ამის შემდეგ ჩვენს დაცვაში პრობლემები შეიქმნა. საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში ჰქონდა გოლის გატანის შანსი. მეორე ნახევარში არაზუსტ პასებს ვაკეთებდით და ცოტათი ავირიეთ. შემდეგ გოლიც გავუშვით, მაყურებელი კი უფრო გააქტიურდა. ვფიქრობ, ამის შემდეგ გაგვიმართლა კიდეც.
დღეს მოედანზე გამოსული ავსტრიელი ფეხბურთელები საკმაოდ გამოცდილები არიან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქე კარგად თამაშობდა.
მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა, რითაც თამაში, ფაქტობრივად, დასრულდებოდა. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთები შეტევაში გაატარა. ალბათ, უფრო მეტად ჩვენ გაგვიმართლა, თუმცა მთავარი გამარჯვება იყო.
მე არ მიმაჩნია, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა, სტანდარტების დროს უყურადღეოები ვიყავით, თუმცა მომავალ შეხვედრაში შეცდომების გამოსწორებას შევეცდებით.
ფეხბურთში, თავდაჯერება ძალიან მნიშნველოვანია, მის მოსაპოვლებლად კი მატჩების მოგებაა საჭირო.
ვფიქრობ, ჩემი საქმე არ არის ის, რომ საქართველოს ნაკრების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრა. ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის საქმეა, რომელიც ნამდვილად კარგი სპეციალისტია. ვფიქრობ, ქართველ ფეხბურთელებს ნებისმიერი მეტოქეისათვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.”