მარსელინო: “ზიდანის მოსვლით “რეალში” არაფერი შეცვლილა”
“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, მარსელინიო თვლის, რომ ზიდანის მოსვლის შემდგომ მადრიდის “რეალში” პროგრესი არ შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “ბლანკოსი” იანვარში ჩაიბარა.
“ზიდანს კლუბის ჩაბარება ძალიან რთულ სიტუაციაში მოუწია. არამგონია კლუბს ბენიტესის წასვლის შემდეგ რაიმე სახის პროგრესი განეცადოს.
მე ვამბობ მხოლოდ იმას, რაც “რეალის” თამაშის ყურებისას შევნიშნე. “ბერნაბეუ” ულმობელია, რამეთუ კლუბმა ლა ლიგაც დაკარგა და კოპა დელ რეიც.”
ყველაფრის მიუხედავად, მარსელინოს არ სჯერა, რომ “ვილიარეალი” მესამე ადგილზე გასვლას შეძლებს: ” ეს შეუძლებელია. დიდი გუნდები ნახევარი ძალებით ახერხებენ მოგებას, ჩვენ კი ამისთვის 200%-ით დახარჯვა გვიწევს.”