მარსელო: “ჩემს ყველა მატჩს თავიდან ვუყურებ, რათა შეცდომები ვნახო”

თარიღი: სექტემბერი 6, 2018

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ განაცხადა, რომ ის “სამეფო კლუბის” დატოვებას არ აპირებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ის სიმშვიდეს ინარჩუნებს.

“ვარჯიშს ვაგრძელებ და როგორც აქამდე ვამბობდი, ყველა სეზონში ჩანს, რას წარმოვადგენ და როგორ მსიამოვნებს “რეალში” თამაში. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. მინდა, “რეალში” ბევრი წელი გავატარო. ასაკში შევდივარ, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ჩემს მიერ ჩატარებულ ყველა მატჩს თავიდან ვუყურებ, რათა ჩემი შეცდომები ვნახო და შემდეგ ისინი აღარ გავიმეორო”, – ციტირებს მარსელოს სიტყვებს “მარკა”.

მსგავსი სიახლეები