მარსელო: “მსაჯებზე საუბარი დიდი ხანია შევწყვიტე, უბრალოდ ვიტყვი, რომ…”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალმა” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. შესაბამისად, სწორედ “ბლანკოსი” გავიდა ნახევარფინალში.
შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა ფეხბურთელმა, მარსელომ, რომელიც დღეს გუნდის ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა იყო, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მსაჯებზე საუბარი დიდი ხანია, შევწყვიტე. უბრალოდ ვიტყვი, რომ მათ ძალიან დიდი როლი აქვთ. შეცდომა იყო? ძალიან ცუდია, თუმცა ეს ყველას მოსდის.”
“ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. აქ თამაში ყველასთვის რთულია. ბოლომდე მოვინდომეთ და შედეგიც სახეზეა. კრიშტიანუს ცალკე გამოვყოფ – ის განუმეორებელია!” – განაცხადა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა.