მარსელო: “მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა “ჟირონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. დედაქალაქელებმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
შეხვედრის შემდეგ მარსელომ, რომელიც მოულოდნელად, მე-60 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“გაკვირვებული დავრჩი, როცა მწვრთნელმა მოედნიდან გამიყვანა. თავს 100%-ით კარგად ვგრძნობდი და თამაშის გაგრძელება მინდოდა. თუმცა, დამრიგებლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩით წინ წავიწევთ, გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღეს მშვენივრად ვმოქმედებდით მოედანზე და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ.
კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ის გვენატრება. თუმცა, ბეილი და ბენზემაც ძალიან კარგები არიან. მეკარეების თემა? ჩვენ ორი უმაღლესი დონის კარის დარაჯი გვყავს. ბედნიერი ვარ კეილორის თამაშით, ის კარგად გამოიყურება,” – ამბობს მარსელო.