მარსელო: “პენალტი უნდა დანიშნულიყო”

თარიღი: მაისი 2, 2018

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ “ბაიერნთან” დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარსელოს პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კომენტარის გაკეთება სწორედ ამ მომენტზე თხოვეს.

“ბურთი ხელზე მომხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენალტი იყო. მსაჯებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ისინი ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ ცდებიან, ზოგჯერ კი – პირიქით. არ აქვს მნიშნელობა, რა მოხდა, ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელო”, – ციტირებს მარსელოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

მსგავსი სიახლეები