მარსელომ და ალონსომ მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს
20 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ პირველ მატჩში (1:1) საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ თავდაპირველად გვერდითმა მსაჯმა აუტი “ატლეტიკოს” სასარგებლოდ დანიშნა, რის გამოც მასთან მალევე ალონსო და მარსელო გაჩნდნენ. საბოლოოდ, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბურთიც “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს დარჩათ.