მარსელომ მყესი დაიზიანა
21 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩები გაიართა. ერთ-ერთ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “მალაგას” საკუთარ მოედანზე დაუპირირსპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის 25-ე წუთზე, მარსელომ ფეხის კუნთის ტკივილის გამო, მოედანი დატოვა. იგი ისკომ შეცვალა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.
ექიმების თქმით, მარცხენა მცველს მყესი აქვს დაზიანებული. ეს ტრავმა არც ისე მარტივი მოსაშუშებელი უნდა იყოს.
აქვე გეტყვით, რომ მარსელოს გარდა, ძირითადი შემადგენლობის მეორე განაპირა მცველი – დანიელ კარვახალიც ტრავმირებულია.