მარსელოს 4-თვიანი პატიმრობა და 750 ათასი ევროს გადახდა მიუსაჯეს
მადრიდის “რეალის” ბრაზილიელ მარცხენა მცველს, მარსელოს 750 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა და 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს გადასახადების დამალვის გამო.
მარსელო სასამართლოში სამშაბათს გამოცხადდება, რათა თავიდან პატიმრობა აირიდოს და ჯარიმის შემცირებაზეც ისაუბროს. ფეხბურთელს საგამოძიებო სამსახური დაახლოებით 2 მილიონი ევროს დამალვას ედავება. მარსელომ 1 მილიონიანი ტრანსფერი დამალა, მისი საიმიჯო უფლებები ურუგვაულ კომპანიას გადასცა ესპანეთის მთავრობის გვერდის ავლით.
ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ სამართალდარღვევა პირველად ხდება და სასჯელი 2 წელს არ აღემატება, მაშინ მსჯავრი პირობითი გათავისუფლებით იცვლება.
30 წლის მარცხენა მცველი ბოლო ცნობილი მოთამაშეა, რომელიც მსგავს უსიამოვნებაში გაეხვა. მანამდე გადასახადების დამალვაში კრიშტიანო რონალდო, ლეო მესი, ჟოზე მოურინიო და ლუკა მოდრიჩი ცნეს დამნაშავედ.