მარსიალის მეუღლე: “ვიცი, რომ მის გარშემო ბევრი ლამაზი გოგო ტრიალებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის მეუღლე მელანი მარსიალი პრესასთან საუბრისას ფეხბურთელის ცოლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს.
“გოგოები ყოველთვის იქნებიან. ვიცი, რომ ჩემი ქმარი ბევრი ლამაზი ქალბატონის ყურადღებას იპყრობს, ისინი ჩემზე ახალგაზრდებიც არიან. მესმის, რომ მის გარშემო ბევრი ლამაზი გოგო ტრიალებს, თუმცა ჩემ თავს ვარწმუნებ, რომ მე მუდამ მასთან ვარ და ყველაფერს ვაკონტროლებ.
გარდა ამისა, ყველა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მთავარი ის არ არის, თუ ვინ არის უფრო ლამაზი ან ცნობილი. ერთად ყოფნისთვის აუცილებელია, რომ ეწყობოდე პარტნიორს. ჩვენ ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილები ვართ.
ყველაზე სტრესული რამ სატრანსფერო ფანჯარაა. ძალიან არ მიყვარს ახალ ქალაქში გადასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავება,” – აცხადებს მელანი მარსიალი.