მარტინ დე რონმა “სიტის” ერთი ქულა გამოგლიჯა ხელიდან (ვიდეო)
ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი, “მანჩესტერ სიტი” აიტორ კარანკას “მიდლსბროს” დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე სერხიო კუნ აგუერომ გახსნა კევინ დე ბრუინის საგოლე გადაცემით, რასაც სტუმრებმა 91-ე წუთზე უპასუხეს – თავი მარტინ დე რუნმა გამოიჩინა.
შედეგად, “მიდლსბრომ” მე-11 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, “სიტის” 24 ქულა კი შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს მათი ლიდერობისათვის.
“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კლიში, კოლაროვი, სტოუნზი, საბალეტა; გიუნდოგანი (ნოლიტო 75′), ფერნანდინიო; დავიდ სილვა, კევინ დე ბრუინი, ხესუს ნავასი; კუნ აგუერო (იჰეანაჩო 90′).
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“მიდლსბრო”: ვიქტორ ვალდესი; ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი; ტრაორე (სტუანი 90+3), მარტინ დე რონი, კლეიტონი, ფორშოუ, დაუნინგი; ნეგრედო.
მთავარი მწვრთნელი: აიტორ კარანკა