მარტინ ონილი: “საქართველოს ნაკრებს პრობლემების შექმნა შეუძლია”
ხვალინდელი მატჩის წინ ირალნდიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” მსუბუქი ვარჯიში გამართა. მანამდე კი, ჟურნალისტების კითხვებს ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილმა და გუნდის კაპიტანმა რობი კინმა უპასუხეს.
მარტინ ონილი: “ოფიციალური მატჩების დაწყებას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ნაკრებთან ერთად ნოემბრიდან ვართ და აქამდე მხოლოდ ამხანაგური თამაშები გვქონდა. სასტარტო 11 ფეხბურთელზე უკვე ჩამოვყალიბდი, თუმცა მოთამაშეებმა ამის შესახებ ჯერ არ იციან. ჯერჯეობით ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ხვალ რობი კინი.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაში ნანახი გვაქვს. დაცვაში ფიზიკურად საკმაოდ ძიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. გამოვყოფდი საფრანგეთთან საკმაოდ კარგ მატჩს. გუნდში მინიმუმ 3-4 მაღალი დონის მოთამაშეა, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. თუმცა, მატჩის შედეგი საბოლოო ჯამში ჩვენზეა დამოკიდებული.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოთხი მატჩიდან სამს სტუმრად ვთამაშობთ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში ყველა თანაბარ პირობებშია.”
რობი კინი: “საქართველოსთან გასამართ შეხვედრას ყველა გასნაკუთრებულად ველოდებით. ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმატების მისაღწევათ საკმარისია.
ნებისმიერ შეჯიბრში კარგი სტარტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვება მომავლაში მთელს ნაკრებზე დადებითად იმოქმედებს. არ აქვს მნიშნველობა ვინ არის მეტოქე და სად თამაშობ, მთავარია შედეგი დადებითი იყოს.
აქამდე ირლანდია მხოლოდ პლეი-ოფით გადიოდა დიდ ტურნირებზე. ვფიქრობ, რომ ახლანდელი ფორმატით, როდესაც ჯგუფიდან ორი გუნდი პირდაპირ გადის, ჩვენს გუნდს მოტივაცია გაეზრდება.“