მარტინესი ბარკლისა და ლუკაკუს აქებს
ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის ფეხბურთელებით აღფრთოვანებულია.
მოგეხსენებათ, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, სადაც “ევერტონმა” მეტოქე ანგარიშით 4-0 გაანადგურა, როს ბარკლიმ და რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულეს. ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი საუბრობს:
“ძალიან მომწონს ბარკლის დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. ახალი თაობის ფეხბურთელებში ეს იშვიათად მინახავს. იმავეს თქმა შეიძლება ჯონ სტოუნსზეც”, – აცხადებს რობერტო მარტინესი.
“ლუკაკუ მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული. რომელუ ბრწყინვალე თამაშსა და პროგრესს გვიჩვენებს”, – დაასრულა მერსესაიდელთა თავკაცმა.