მარტინესმა “ევერტონის” მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა. ესპანელი სპეციალისტის თქმით “ლურჯების” მომავალი კაპიტანი ახალგაზრდა მცველი ჯონ სტოუნსი იქნება.
20 წლის სტოუნსი, უკვე ზედიზედ 6 მატჩია რაც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს.
სტოუნსმა გასულ ტურში, “ლივერპულის” წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა. მატჩის შემდეგ მარტინესმა განაცხადა, რომ სტოუნსთან ერთად “ევერტონი” წარმატებებს მიაღწევს.
“ჯონი შესანიშნავ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, მალე იგი პროფესიონალ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდება.”
“ამ სეზონში, ჯონი ძალიან განვითარდა. მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ თამაშში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. მას სუსტი მხარეები თითქმის არ აქვს, მაგრამ ჩვენ იმ ფაქტს ვაქცევთ ყურადღებას, რომ სტოუნს მართლაც შეუძლია “ევერტონს” წარმატება მოუტანოს.”
“ის ლიდერობისთვის დაიბადა. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენზე შთაბეჭდილელები მოახდინოს. ჩემი აზრით მას აქვს პოტენციალი, რომ იყოს კლუბის მომავალი კაპიტანი და ლიდერი. ჩვენ გვყავს ბევრი გამოცდილი ფეხბრუთელი, რომლებისგანაც სტოუნსი ბევრს სწავლობს. მან მართლაც მოიგო ჩვენი გული. სწორედ ამიტომ თამაშობდა იგი ძირითად შემადგენლობაში.”