მარტინო: „ჩვენი მოთამაშეები საუკეთესო ფორმაში არ არიან“
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მიმდინარე სამხრეთ ამერიკის თასზე თავისი გუნდის ფიზიკური მდგომარეობა დაიწუნა.
„ჩვენი ფიზიკური ფორმა იდეალურ მდგომარეობაში არაა, ამიტომაც მატჩების ბოლოს გვიჭირს. ბევრმა ჩვენმა მოთამაშემ განვლილ სეზონში 50-70 შეხვედრა ჩაატარა. ტურნირისთვის მოსამზადებლად მას მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდათ, ამიტომაც, ამ სიტუაციაში ბევრი რამ ვერ გამოგვდის“, – აცხადებს მარტინო.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში არგენტინელებმა პარაგვაისთან გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, როდესაც ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. მეორე შეხვედრაში კი მათ ურუგვაი დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.