მარტინო: “ლა ლიგის ტიტულის მომავალი ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის”
კატალონიის “ბარსელონას”, მთავარმა მწვრთნელმა, არგენტინრლმა სპეციალისტმა, ხერარდო მარტინომ კომენტარი გააკეთა “გრანადასთან” მარცხიშ (1-0) შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურში დამარცხდა და მესამე პოზიციაზე გადანაცვლდა, რამაც ტიტულის მოგების შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა.
“ლა ლიგის ტიტულის ბედი ჩვენზე დამოკიდებული უკვე აღარ არის, თუმცა გუნდს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და ის ბოლომდე მაინც იბრძოლებს. ჩვენ გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა, თუმცა გუშინ ჩვენ მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შევძელით. უბრალოდ არ გაგვიმართლა.
შევეცდებით, რომ ესპანეთის თასის ფინალში წარმატებას მივაღწიოთ, მე არ შემიძლია ასეთ სიტუაციაში თავს კარგად ვგრძნობდე, ბრძოლა სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგრძელდბს, ამ მარცხმა ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან ეს ჩვენთვის უარყოფითი იქნება.” – განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა.