მარტინო: მესი კარგ ფორმაშია, საუკეთესო კი ფაბრეგასი იყო
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
კატალონიურმა გრანმა “ხეტაფეს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
“ხეტაფეს შეეძლო და უნდა გაეტანა კიდეც. ამ გუნდმა შესძლო და მატჩი გაგვირთულა. მაგრამ გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულია და რიგ ეპიზოდებში ჩემმა ფეხბურთელებმა იდეალურთან მიახლოებული თამაში აჩვენეს. საუკეთესო მოედანზე ფაბრეგასი იყო. რაც შეეხება მესის, ის კარგ ფორმაშია და ამას მისი დუბლიც ადასტურებს” – განაცხადა მარტინომ.