მარტინო: “ტიტულის ბედი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული”
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო “გრანადასთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
“საჩემპიონო ტიტულის ბედი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, თუმცა გუნდმა დღს ყველაფერი გააკეთა. კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.
ჩემპიონთა ლიგაში და პრიმერაში განცდილი მარცხების შემდეგ, გუნდის მდგომრეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ოთხშაბათს გასამართ თასის ფინალზე გავლენას არ მაოხდენს. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ” – ამბობს მარტინო.