მარცხი არც თუ ისე ძლიერ მეტოქესთან…
შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრები ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. ქეცბაიას შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. აქტიურობდნენ ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი. დამაჯერებელი იყო ძარია.
მაგრამ, მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, პირველი ნახევრის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი არაბებმა შქმნეს, თუმცა ცენტრალური დაცვის მიერ დაშვებული შეცდომა ლობჯანძემ გამოასწორა და სიტუაციაც განმუხტა.
მეორე ნახევარი ქართველების შეტევებით დაიწყო და პირველივე წუთებზე “ჯვაროსნებმა” გოლის გატანაც კი მოახერხეს. თუმცა, დვალიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არბიტრმა კარის აღება არ ჩათვალა.
მეორე ნახევარში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა გუნდები დაბალ ტემპში აგრძელებდნენ ასპარეზობას.
57-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. გრიგალავას პასის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ოქრიაშვილმა მიიღო და კარიდან 3 მეტრში მდგომ დვალიშვილს გაუკეთა გადაცემა. თუმცა, ლადოს დარტყმა არაბთა მეკარემ მოიგერია.
ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი მეტოქე დაეუფლა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.
73-ე წუთზე საქართველოს ნკრების საჯარიმოს ხაზთან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა. ალამოუდმა რბილად ჩააწოდა, ალ ფარდამ კი თავით ბურთი ლორიას კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გახსნა – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურად. გოლის გატანის მცდელობა კობახიძეს ჰქონდა, თუმცა სანდროს დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
85-წუთზე ჩვენს ნაკრებს გათანაბრების რეალური შანსი მიეცა. ლადო დვალიშვილმა კვლავ ვერ შესძლო მცირე მანძილიდან გოლის გატანა.
ბოლო წუთებზე არაბებიც გააქტიურდნენ. შორეული დარტყმა ლორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. სამწუხაროდ, ეს შეხვედრის ბოლო დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა…
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია, კაშია, გრიგალავა, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი, კობახიძე, ძარია, ოქრიაშვილი.