მარცხი ეგვიპტელთან

თარიღი: მარტი 12, 2014

სამწუხაროდ, ვერ მოახერხა გაგამარუმ დღეს, ზედიზედ მესამედ დაემარცხებინა ეგვიპტელი ოსუნაარაში.
არადა, ჩვენმა გოლიათმა სტარტზე ძალიან აგრესიულად შეუტია 22 წლის აბდელრაჰმან შარანს და შეეძლო კიდეც დოჰიოდან განედევნა. თუმცა, მე-11 მაეგაშირად განთესილმა ეგვიპტელმა სეკიტორმა შეძლო თავის დაცვა და როდესაც გაგა ჯიქურ აწვებოდა მას, უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე ქართველი ფალავანი.
გაგამარუსთვის აღნიშნული მარცხი უკვე რიგით მესამეა ჰარუ ბაშოზე, აქტივში კი მხოლოდ 1 მოგება აქვს ჩვენებურს.
მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-7 მაეგაშირა, ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც ასევე არასახარბიელოდ მისდის საქმეები ოსაკაში, თუმცა გაგასგან განსხვავებით, იაპონელს ჯერ-ჯერობით კინკილა გამარჯვებაც არა აქვს.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ მცირე უპირატესობას ტოიოჰიბიკი ფლობს – განვლილი 7 შერკინებიდან მან 4 მოუგო გაგამარუს.
ჩვენმა მეორე სუმოისტმა, ტოჩინოშინმა დღეს დაისვენა და მომდევნო (რიგით მე-3) ორთაბრძოლას ხვალ ჩაატარებს ბაშოზე. ლევანს მეტოქეობას მაკუშიტას 57-ე ნომერი, 24 წლის იაპონელი, კეიტენკაი გაუწევს. ამ სუმოისტმა 2012 წლის სექტემბერში ჯურიოს დივიზიონსაც უწია, და სხვათა შორის, პირველი ორთაბრძოლა იმ ბაშოზე ჩვენ კოკკაის მოუგო. თუმცა, ტურნირის მე-2 დღეს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი 1 წელი მოუწია დასვენება. შედეგად, კეიტენკაი ყველაზე ქვედა, ჯონოკუჩის (რანგით მე-6) დივიზიონამდე დაქვეითდა და გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო რიკიშის კარიერა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტრავმის მერე ძალიან მოყოჩაღებული დაბრუნდა, ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო (ჯონოკუჩის და ჯონიდანის დივიზიონებში) და ახლა უკვე მაკუშიტაში იმყოფება.
კეიტენკაის მიმდინარე ბაშოზე, ტოჩის დარად, ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ხვალ პირველი მარცხის გემოს გააგებინებს იაპონელს.
სატურნირო ცხრილის სათავეში ნელ-ნელა მცირდება დაუმარცხებელ სუმოისტთა რიცხვი. 4 ტურის თავზე ჰარუ ბაშოს 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა: მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მისივე თანამემამულე სეკივაკე გოეიდო და ჩვენი გაგას დღევანდელი დამჯაბნავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იაპონიაში კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა, რომელსაც 10000 ადამიანი დაესწრო (ფოტო, ვიდეო)

22 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში, საიტამას სუპერ არენაზე კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. ცხადია, ეს ტურნირი თვეებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის გამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორი: ” იტალიაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ყოველდღე ვლოცულობ მათთვის”

მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას ებრძვის. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა იტალიაში, სადაც ყოველდღე ამ ვირუსს დაახლოებით 700 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი მე-6 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XIV დღე იუტაკაიამა – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი – 6:8 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება – როგორ დაამარცხა ტოჩიმ კაგაიაკი (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XI დღე ტოჩინოშინი – კაგაიაკი იხილეთ ვიდეო ტოჩინოშინის ბალანსი: 5-6...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, X დღე შოჰოძანი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი: “უბრალოდ ჩაგვკეტეთ დარბაზში და თქვენ ნახავთ ჩემპიონს”

სოციალურ ქსელში აქტიურმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა Instagram-ში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონთან მოახლოებულ ბრძოლას [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, VIII დღე ტოჩინოშინი – ტამავაში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბმა ფერგიუსონთან ბრძოლის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში უამრავი სპორტული ღონისძიება გაუქმდა. არის საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, 18 აპრილს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძა ლატვიაში, შეკრებაზე გარდაიცვალა

ლატვიაში მიმდინარე შეგირდ მოციგავეთა შეკრებაზე ვეტერანი სპორტსმენი, 63 წლის ფელიქს ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა. ის საქართველოს ციგაობის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო ორი კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში იქნებიან. ამ ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, III დღე ტოჩინოშინი – კირიბაიამა იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა და ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთმანეთს დასცინეს (ფოტო)

კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება. მაკგრეგორი ნურმაგომედოვის მიერ ტონი ფერგიუსონის მისამართით [&helli...
წაკითხვა