მარტვილის „მერანს“ და „რუსთავს“ 6-6 ქულა დააკლდათ (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 16, 2016

16 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი იყო, რომელიც 8 სექტემბერს მარტვილის „მერანისა“ და „რუსთავის“ მონაწილეობით გაიმართა. უეფადან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „მერანი“ – „რუსთავის“ შეხვედრისას არაერთგზის განხორციელდა მატჩის შედეგზე მანიპულირება. აღნიშნული საკითხი სხვა, დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან ერთად, 15 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადექვატურად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა საკითხი და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

• 8 სექტემბერს, მარტვილის „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის გამართული თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა დამარცხება 0:3
• ორივე გუნდს დააკლდა 6-6 ქულა
• ორივე გუნდი დაჯარიმდა 10 000-10 000 ლარით.

ამასთან, სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური ამ ეტაპზე აწარმოებს შიდა გამოძიებას – ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილი საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი გააანალიზებს მატჩის ვიდეოჩანაწერს და ახალი გარემოებების აღმოჩენის ან კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, დამატებით შუამდგომლობას წარუდგენს სადისციპლინო კომიტეტს.

სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიებს აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე შუამდგომლობით მიმართავს ააიპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“, რათა გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ კლუბებს შეუჩერდეთ დაფინანსება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სალაჰის პასუხი, როცა მას შეკითხვა ოქროს ბურთის შესახებ დაუსვეს (ვიდეო)

1 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” მერსესაიდულ დერბიში “ევერტონი” სტუმრად, 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური ფოტოები – საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხი ირლანდიასთან

30 ნოემბერს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გამართა. გიორგი ჩხაიძის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს ჰეთ-თრიქი და ულამაზესი გოლი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სამშობლოში ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. 41 წლის გაუჩომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 11-0 დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩი ჩაატარა და ირლანდიასთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საკუთარ თავს მოჰკითხოს” – ჩაკვეტაძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ

“გენტს” ხვალ ბელგიის თასის 1/8 ფინალში “ლომელთან” თამაში აქვს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის განაცხადშიც კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძე 7 ფეხბურთელს ემშვიდობება

ეროვნული ლიგის გავარდნილ “სამტრედიასთან” “დინამო თბილისმა” 0-0 ითამაშა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლმა ბათუმის “დინამოს” ჩემპიონობა მიულოცა

ისტორიაში პირველად ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია! კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის “დინამომ” გასვლით შეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სადებიუტო მატჩი “პარი სენ-ჟერმენში” (ვიდეო)

სერხიო რამოსმა ტრავმისაგან გამოწვეული ექსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ესპანელმა მცველმა “პარი სენ-ჟერმენში” სადებიუტო მატჩი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინისიუსის ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო El golazo de Vinicius Junior ante el Sevilla 🔝🔥#Vinicius #RealMadridSevillaFC#Laliga🇪🇦 pic.twitter.com/2eiKLBmqAw — La […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრის მერტენსის ულამაზესი გოლი “ლაციოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Retweet so everyone can appreciate this Mertens goal. https://t.co/hY2lj96io3 pic.twitter.com/xeQJ4Q1SzR — Socios.com (@socios) [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

Another Injury for Neymar 🤕This one looks scary man🙁💔#Neymar #PSG#Messi #Injury pic.twitter.com/6ibNreYKvl — Iamsoumya07©️ (@iamsoumya07) [&hell...
წაკითხვა