“მას ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია” – გორან პანდევი ხვიჩა კვარაცხელიაზე

თარიღი: ნოემბერი 7, 2020

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გორან პანდევმა sportski.mk-ს ინტერვიუ მისცა. 37 წლის ფეხბურთელმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

– საქართველოსთან გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. როგორ დაპირისპირებას ელით ახლა? ელით ბევრ ცვლილებას მეტოქის თამაშში?
– ეს შეხვედრა წინა ორი მატჩისაგან განსხვავებული იქნება. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. განსაკუთრებული თამაში გველის. ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს. მეტოქის ყველა შეცდომა უნდა გამოვიყენოთ.

– როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის დადებითია თუ არა ის, რომ თბილისში მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება?
– ფეხბურთს მაყურებლებისათვის ვთამაშობთ და ვწუხვართ, რომ ეს მატჩი მათ გარეშე ჩაივლის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ამ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება უკეთესია, რადგან სტუმრად ვთამაშობთ.

– იყო რომელიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც წინა ორ მატჩში თქვენზე შთაბეჭდილება დატოვა?
– დიახ, ფეხბურთელი, რომელმაც სკოპიეში გოლი გაგვიტანა, კვარაცხელია. ის ყაზანის “რუბინში” თამაშობს. ის კარგი ფეხბურთელია და ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

– წინა ორი შეხვედრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ჩვენი თავი ფავორიტად მოვიხსენიოთ?
– ეს ფინალია, სადაც ფავორიტი არ არსებობს. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს პატარა დეტალები გადაწყვეტს და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ლოკომოტივი” ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს”

გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივს” დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბამ პრესკონფერენციაზე სპონსორი ჰეინეკენის ბოთლი ქვემოთ დადო (ვიდეო)

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს საოცარი სისწრაფე გერმანიასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Mbappe great run #mbappe #france #euro2020 pic.twitter.com/fMKm3uX899 — Live Goals 🔴 (@GoalsLive7) June […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უნგრელმა ფეხბურთელებმა პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ ჰიმნი ფანებთან ერთად შეასრულეს (ვიდეო

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრები პორტუგალიასთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ეს შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვებს

ANSA-ს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურინის “იუვენტუსს” აცნობა, რომ მომდევნო სეზონში კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ნომინანტთა შორის მოხვდა

იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” ტრადიციული ჯილდოს – Golden Boy (“ოქროს ბიჭუნა”) 2021 წლის ნომინანტები დაასახელა. ასკაციან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშიამ “ლოკომოტივი” დატოვა და ევროპაში მიდის

33 წლის ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა. კაშიას 3 შემოთავაზება აქვს – თემურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვის დაუპირისპირდებიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ნეფთჩი” აზერბაიჯანის ბრენდია”

თბილისის “დინამოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩი” იქნება. “დინამოს” მთავარმა მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ცნობილი

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვინ იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერნარდუ სილვა: “სრულად ვაანალიზებთ, რომ ჩვენ მიმართ მოლოდინები ძალიან მაღალია”

15 ივნისს ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათმაშებაში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები, ჩაერთვება. ფერნანდუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან განცხადებას აქვეყნებს

დანიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და მომდევნო მატჩებში საკუთარ […]...
წაკითხვა