მასიმილიანო ალეგრი: “ფეხბურთი სულელური სპორტია ჭკვიანი ადამიანებისთვის”
ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა, მასიმილიანო ალეგრიმ, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გახლავთ დანიშნული, ფეხბურთს სულელური სპორტი უწოდა.
“სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მომწონს ეს ტაქტიკური სისტემები, რაზეც ხალხი გამუდმებით საუბრობს – 3-5-2, 4-3-3 და ყველა.
ვისწავლე, რომ ფეხბურთი სულელური სპორტია ჭკვიანი ადამიანებისთვის, რადგანაც უმარტივესი რაღაცების კეთებაც ძალიან რთული ხდება ხოლმე. ფეხბურთი ასეთია.
რაც უფრო დაბალ დონეზე ჩავდივართ, მით მეტი ფეხბურთელი თვლის, რომ ბურთს უნდა ფლობდეს იმის დასამტკიცებლად, რომ ნიჭიერია. მაგრამ ფეხბურთში ასე არ ხდება.
იტალიაში ყველა ფეხბურთის მცოდნე გახდა და ეს ნამდვილი პრობლემაა. ისინი უბრალოდ შორიდან უყურებენ ყველაფერს და თვლიან რომ იციან, თუმცა პრაქტიკულად არაფერი გაეგებათ,” – აცხადებს ალეგრი.