მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” ვიხილოთ
ფრანკფურტის “აინტრახტთან” განადგურების (5-1) შემდეგ გერმანულ პრესაში აქტიურად საუბრობენ მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც ნიკო კოვაჩის განთავისუფლების საკითხზე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “რეკორდმაისტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი ფავორიტი ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, გახლავთ.
“ბავარიელებს”, რომლებსაც ზედიზედ შვიდჯერ აქვთ მოგებული გერმანიის ჩემპიონატი, მიმდინარე სეზონში ბოლო ოთხიდან მხოლოდ ერთ მატჩში აქვს გამარჯვება მოპოვებული. ეს შედეგი, რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან აღიზიანებს.
დღეს გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ ნიკო კოვაჩს ორმატჩიანი ვადა მისცა გუნდში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელს გუნდის დატოვება მოუწევს.