მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “აიაქსთან” მარცხის შემდეგ
“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ამსტერდამის “აიაქსთან” გამართული მატჩი შეაფასა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “აიაქსმა” “იუვენტუსი” ტურინში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“აიაქსმა გამარჯვება დაიმსახურა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. მათ ცოტათი გაუმართლათ, როცა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, ჩვენც კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ავირიეთ.
ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს, ფორმის პიკში უნდა იყო. ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა – დღესაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ, ამიტომ საუკეთესო ფორმაში ყოფნა რთულია”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.