მასიმო ოდომ “კროტონე” ჩაიბარა

თარიღი: ნოემბერი 2, 2018

მასიმო ოდო “კროტონეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

42 წლის სპეციალისტს “პესკარასა” და “უდინეზეში” უმუშავია. სხვათა შორის, ოდო “უდინეზედან” სწორედ “კროტონესთან” განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.

იტალიის სერია B-ს 10 ტურის თავზე “კროტონეს” სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-13 პოზიცია უკავია.

შეგახსენებთ, რომ მასიმო ოდო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მან “მილანის” რიგებში იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები