მასკერანო: “ბარსასთვის” უმნიშვნელო გავხდი; მუნდიალის შემდეგ ნაკრებსაც დავტოვებ”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ხავიერ მასკერანოს სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა. არგენტინელს დაცვის ცენტრში ხშირად ვეღარ ვხედავთ, რადგან იქ პიკე-უმტიტის ტანდები დგას. ხოლო, მოედნის ცენტრში კი ის ბოლო წლებში იშვითაად თამაშობდა და, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ რგოლში დიდი კონკურენციაა, ვეტერანს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.
მასკერანომ გუნდში თავის ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.
“ამაზე ლაპარაკი რამდენიმე ხნის წინ დავიწყე. დიახ, ისეთივე მიშვნელოვანი აღარ ვარ კლუბისთვის, როგორიც ადრე ვიყავი. თუმცა, ეს არავის ბრალია. ყველაფერი დრომ მოიტანა. გასულ წლებში გაცილებით უფრო მეტის გაკეთების საშუალება მეძლეოდა კლუბისთვის, ახლა კი ასე აღარაა. ამაში დამნაშავე არავინაა.”
“ბოლო თვეებში კუნთის თერთმეტი ტრავმა მქონდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. აქამდე ასეთი რამ არასდროს დამმართნია. გადავწყვიტე, რომ რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წავალ,” – აცხადებს მასკერანო.