მასკერანომ “ბარსელონას” დატოვების სურვილის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა
კატალონიის “ბარსელონას” გამოცდილმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ კლუბის ხელმძღვანელებს “კამპ ნოუს” დატოვების სურვილის შესახებ აცნო. როგორც ჩანს, ეს არგენტინელი ფეხბურთლის ბოლო სეზონი იქნება ესპანეთში.
Sport.es-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, 33 წლის ხავიერ მასკერანო კარიერის გაგრძელებას ამერიკულ MLS-ში აპირებს, სადაც საკმაოდ დიდ ფულს სთვაზობენ.
რაც შეეხება მასკერანოს კატალონიურ კარიერას, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში 2010 წელს ჩაირიცხა და “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურით 16 ტიტულის მოგება მოახერხა.