მასობრივი ფეხბურთის კვირეული მამების თასი 2018 -ით დაიწყო

თარიღი: სექტემბერი 24, 2018

მასობრივი ფეხბურთის კვირეული მამების თასი 2018 -ით დაიწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ორგანიზებით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე მეორედ გაიმართა. გათამაშებაში 22 გუნდი მონაწილეობდა. მამებმა, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იყვნენ, თამაშზე საფეხბურთო გუნდები გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით წარმოადგინეს. “მამების თასის” ყველა მონაწილეს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

“მამების თასი მასობრივი ფეხბურთის კვირეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. წელს, უკვე მეორედ, აღნიშნულ გათამაშებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და ორგანიზაცია “WECARE”- თან ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით მიხარია, რომ მამების თასზე მოასპარეზე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. რაც უფრო მეტი გოგონა და ვაჟი ჩაერთვება გათამაშებაში, მით უფრო მეტად მოხდება ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამასთან, ტურნირი გამორჩეულია, რადგან გოგონებსა და ბიჭებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ისიამოვნონ თამაშით. გოგონათა ფეხბურთში ჩართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტია და მჯერა, რომ ჩვენს ძლიერ პარტნიორებთან ერთად კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ამ მიმართულებით,”- ლევან კობიაშვილი

ჩემპიონატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

GFF.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წლის აცილება “დინამო თბილისის” ლეგიონერის შესრულებით (ვიდეო)

“დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ მატჩში მე-2 ლიგაში დაწინაურებულ “სპაერს” ეთამაშება და მეტოქეს 1-0 ამარცხებს. გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია

გუშინ ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “სევილია” მიიღო და 1-1 ეთამაშა. რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰალ სიტიში” ახალი ერა იწყება – შოთას მეგობარმა “ჰალი” იყიდა

“ჰალ სიტის” განცხადების თანახმად, გუნდი ოფიციალურად “აჯუნ მედია ჯგუფმა” იყიდა, რომელიც თურქი მილიარდერის, აჯუნ ილიჯალის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქეთში, მატჩის მიმდინარეობისას, გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)

18 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში “ქონიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მე-6 წუთზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” მაგარ ფორმაშია – ქეცბაიამ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასზე “პაფოსი” 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი “პაფოსმა” 0-1 მოიგო, მაგრამ მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? კონტრაქტი 31 დეკემბერს დასრულდა

ბათუმის “დინამო” 10 იანვარს შეიკრიბა, 16 იანვარს კი თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “ბაიერნმა” ლევანდოვსკი გაყიდოს

მიუნხენის “ბაიერნი” შესაძლოა, რობერტ ლევანდოვსკის შეელიოს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ თუ ბავარიული კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს

თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო)

1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდე

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მ...
წაკითხვა