მასპინძლების საუკეთესო მატჩი
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ბრაზილიამ კამერუნი გაანადგურა.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტის და მეტოქის გატეხვა მატჩის დებიუტშივე სცადეს. თუმცა, ამ გეგმამ არ გაამართლა და მალევე ინიციატივას აფრიკელები დაეუფლნენ. განსაკუთრებით მწვავედ კამერუნი ბრაზილიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც დანი ალვეში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.
თუმცა, მე-17 წუთზე ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნას. ლუის გუსტავოს კარგი თამასის შემდეგ შედეგიანი დარტყმა ნეიმარმა განახორციელა.
26-ე წუთზე ბრაზილიელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. მარცხენა ფლანგზე ნიომი დანი ალვეშს გასცდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მატიპს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
მასპინძლებს წინ გასასვლელად 10 წუთი დასჭირდათ. მარსელოს აქტიურობის შემდეგ ბურთი ნეიმარს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა და იტანჯის კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმის ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბრაზილიელებმა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შესძლეს. დავიდ ლუისის ჩაწოდებას საჯარიმოში ფრედი გამოეხმაურა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
ბრაზილიელთა გამარჯვებაში წვლილი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდინიომაც შეიტანა. 84-ე წუთზე ოსკარი-ფრედი-ფერნანდინიოს სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
ბრაზილიელებმა მუნდილაზე ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი აჩვენეს და პლეი-ოფში პირველი ადგილიდან გავიდნენ. კამერუნი კი სალხში ბრუნდება.
გოლები: ნეიმარი 17′ (0:1); მატიპი 26′ (1:1); ნეიმარი 35′ (1:2); ფრედი 49′ (1:3); ფერნანდინიო 84′ (1:4)