მატა: “გამიმართლა, რომ ვარდისთან შეჯახების მომენტში წითელი ბარათი არ მივიღე”
5 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერ სიტი” დაამარცხა, ანგარიშით, 3:0. მესამე გოლის ავტორი ხუან მატა გახდა. ესპანელმა შმეიხელის კარი 49-ე წუთზე აიღო.
მატამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვარდისთან შეჯახების მომენტში, ვცდილობდი, რომ ბურთამდე მიმესწრო და თან ჯეიმი არ დამეზიანებინა. ბურთის მოპოვებაზე ასეთი მონდომებული ალბათ იმიტომ ვიყავი, რომ ის 10 წამის წინ უაზროდ დავკარგე. გამიმართლა, რომ წითელი ბარათი არ მივიღე.”
“ვფიქრობ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ. პირველ გოლამდეც კი კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, ვაკეთებდით პასებს და ბოლომდე ვცდილობდით ბურთის შენარჩუნებას.”
“მხითარიანს მშვენიერი გოლი გამოუვიდა. ამის შემდეგ, კიდევ უფრო ვირწმუნეთ შესაძლებლობების და მალევე სამამდე გავზარდეთ უპირატესობა,” – განაცხადა მატამ.