მატჩი ევროპის ჩემპიონებთან
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ფარგლებში მესამე ამხანაგური შეხვედრისთვის მადრიდში ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ “ხეტაფეს” სათადარიგო მოედანზე ჩაატარა.
საქართველოს ნაკრები ესპანეთში 23 კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ესპანეთთან მატჩით ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპულ შეკრებას დაასრულებს. 6 ივნისს, თბილისის დროით 20:30 წუთზე, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. 21:00 საათიდან კი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.
ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების საფეხბურთო დაპირისპირება 7 ივნისს “ხეტაფეს” ალფონსო პერესის სტადიონზე თბილისი დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.