მატჩის ჩაწყობა პირდაპირ ეთერში?
ეკვადორის ტელევიზიამ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრის დაწყებამდე უცნაური კადრები დააფიქსირა. “ლიგა დე ლოხასა” და “მანტას” შორის გასამართ მატჩამდე კამერების ობიექტივში მთავარი მსაჯი მოხვდა, რომელსაც ხელში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ეჭირა.
არსებობს აზრი, რომ ფული ოფიციალური პირებისთვსი განკუთვნილი ანაზღაურება იყო, თუმცა საზოგადოებაში მატჩის ჩაწყობის აზრი უფრო პოპულარულია.