მატჩის წინა დღის განრიგი
2014 წლის 17 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპალიგის 20014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ტრნავას ”სპარტაკს” უმასპინძლეს …
ევროპული ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრის წინა დღეს ქართული და სლოვაკური გუნდები “დავით აბაშიძეზე” ივარჯიშებენ, ხოლო მონაწილე გუნდების მწვრთნელები წინასამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ.
სლოვაკური დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტში ხვალ, 13:00 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება და წყალტუბოში დაბინავდება. 19:45 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის პრეს-კონფერენცია, ხოლო 20:00 საათზე ტრნაველები ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშებენ. რაც შეეხება მასპინძლებს, მარგველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს 18:45 საათზე შეხვდება, ხოლო ქართული გუნდის ვარჯიში 19:00 საათზეა დაგეგმილი.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური