მატეო დარმიანი: “ბედნიერი ვარ, რომ ჩემით “იუვენტუსი” ინტერესდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველით, მატეო დარმიანით დაინტერესებულია ტურინის “იუვენტუსი”. ამასთან დაკავშირებით თავად 28 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა.
“ბედნიერი ვარ, რომ ასეთმა გუნდმა ჩემი შეძენის სურვილი გამოხატა. “იუვე” შესანიშნავი კლუბია. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება, თუ იქ მაშინ გადავალ, როცა შესაფერისი დრო იქნება,” – ამბობს დარმიანი.
შეგახსენეთ, რომ იტალიელი უკანახაზელი 2015 წლის ზაფხულში მივიდა ბრიტანულ გრანდში. პირველ სეზონში მას ლუი ვან გაალი ენდობოდა და პრემიერ ლიგაში 28 თამაშიც ჩაატარა. თუმცა, ნელ-ნელა სათამაშო დრო შეუმცირდა. მატეომ ჟოზე მოურინიოს ხელმზღვანელობის პერიოდში, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.