მატეო გენდუზის დამცინავი ჟესტი და “უოტფორდის” ოფიციალური გვერდის პასუხი (ფოტო)

თარიღი: სექტემბერი 16, 2019

15 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

პირველი ტაიმის მიწურულს. “არსენალის” ნახევარმცველს მატეო გენდუზის მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურთელთან შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ “უოტფორდის” ფანები ახალგაზრდა მოთამაშეს უსტვენდნენ.

“არსენალის” მწვრთნელმა 67-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:2 იყო, გენდუზი შეცვალა, მოედნიდან გასვლისას კი მას ისევ უსტვენდნენ. 20 წლის ფრანგმა მასპინძელ ქომაგებს ჟესტით ანგარიში (1:2) შეახსენა.

შეხვედრის საბოლოო შედეგი 81-ე წუთზე დაფიქსირდა – პერეირას გოლის შემდეგ ანგარიში 2:2 გახდა. მალევე, “უოტფორდის” ოფიციალურმა გვერდმა გენდუზის ანგარიში შეახსენა.

მსგავსი სიახლეები