მატერაცი და ნედვედის ვაჟი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მილანის “ინტერის” ყოფილი მცველი მარკო მატერაცი და ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტის, პაველ ნედვედის ვაჟი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ყველაფერი ნედვედის პოსტით დაიწყო:
“ჩემი შვილი სკოლაში სწავლობდა, როდესაც “ბიანკონერიმ” 2011-2012 წლების სეზონში სერია A მოიგო. ახლა ის ავტომობილს მართავს და უნივერსიტეტში სწავლობს, სკუდეტო კი ისევ ჩვენია”.
მატერაცი პაველ ნედვედის ამ პოსტს ასე გამოეხმაურა:
“პაველ… იმედი მაქვს, სანამ შენი შვილი უნივერსიტეტში სწავლას დაამთავრებს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს გიხილავს. აი, ჩემმა შვილებმა ბაღსა და სკოლის დაწყებით კლასებში ყოფნისას ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიც მიხილეს”.
მატერაცის ეს კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა ნედვედის ვაჟმა:
“მატერაცის სიტყვები არ მადარდებს უბრალოდ იმიტომ, რომ ის მუდმივად წარსულზე და ისეთ ამბებზე ლაპარაკობს, რომლებიც ათზე მეტი წლის წინ მოხდა, თუნდაც ეს ძალიან ფასეული იყოს.
ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვეობაზე. მამაჩემმა რეალობაზე ილაპარაკა და არ მესმის, რატომ ჩაერთო მატერაცი.
ზოგი ათწლეულში ერთი ტიტულის მოგებითაც ბედნიერია, ზოგს კი ათი წლის განმავლობაში 18 თასის მოგების შემდეგაც სწყურია გამარჯვება.
P.S. ვინმე ამიხსნის, რა შუაშია “ინტერი” 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან?”