მატერაცი: “მარიო მიყვარს, თუმცა ის ამას იმსახურებდა”
მილანის “ინტერის” ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ 2010 წელს მარიო ბალოტელისთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ინტერმა” “ბარსელონა” 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბალოტელი მოედანზე 75-ე გამოჩნდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაბრაზებულმა “სუპერმარიომ” მაისური მიწაზე დააგდო და გასახდელში ისე წავიდა.
“მართალია, მე მას კარგი გაკვეთილი ჩავუტარე. მარიო მიყვარს, თუმცა იმ დღეს ის ამას იმსახურებდა. ჩვენ ძმებივით ვართ, მაგრამ რაც მან იმ დღეს გააკეთა, არ უნდა გაეკეთებინა.
როცა მატჩის დასრულების შემდეგ მან მაისური მინდორზე დააგდო, ეს იმ დღეს მისი ყველაზე ცუდი საქციელი არ ყოფილა. შეხვედრის დაწყებამდე, ავტობუსში მარიომ გვითხრა: “დღეს ცუდად ვითამაშებ.” მე მას დავპირდი, რომ ამისათვის სამაგიეროს გადავუხდიდი.
როცა შეცვლაზე შემოვიდა, პირველი, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ ცენტრიდან დაარტყა. მილიტოს მისი მოკვლა უნდოდა. ჩვენ ბალოტელის გვჯეროდა, რადგან ბევრი გოლი გაჰქონდა და გამარჯვებების მოპოვებაში გვეხმარებოდა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ მოურინიოს ვთხოვე, რომ ვარჯიშებზე ბალოტელის წინააღმდეგ დავეყენებინე. რამდენიმე წამში ის გასახდელში გავუშვი.
მარიოს მამა ძალიან მიყვარდა. ყაზანის “რუბინთან” მატჩის შემდეგ მან თავის შვილს უთხრა: “შენი თამაში არ მომეწონა, უფრო გუნდურად უნდა იმოქმედო. შეწყვიტე გოგოების დევნა!” კარგი კაცი იყო”, – თქვა მატერაციმ.